ოზურგეთში ჩაცხრილული ორი პირი: რა განაჩენი გამოიტანა სასამართლომ

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, საზარელი მკვლელობის მიზეზი წლების წინ აღნიშნულ პირებს შორის მომხდარი უთანხმოება გახდა.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ჯგუფურად, ორი პირის განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
ხის კეტით მოკლული კაცი: რა განაჩენი გამოუტანა სასამართლომ დამნაშავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2017 წლის 20 ივლისს ოზურგეთში, შემოქმედელის ქუჩაზე დაუდგენელ პირებთან ერთად ორ პირს ავტომობილში რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, საზარელი მკვლელობის მიზეზი წლების წინ აღნიშნულ პირებს შორის მომხდარი უთანხმოება გახდა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე 2019 წლის 8 თებერვალს სარფში დააკავეს, მას ბრალი ჯგუფურად ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წარედგინა.

ყველა ახალი ამბავი
0