„აფეთქების საშიშროება": Wissol-ის ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძრის დეტალები

გამოწერა
ნავთობბაზაზე ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. სამტრედიაში ნავთობბაზა, სადაც ოთხშაბათს რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა, კომპანია Wissol-ს ეკუთვნის და ის ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეს-ცენტრში.

ამ დროისათვის ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოები ტარდება. ხანძარს 14 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ებრძვის.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ხანძარი ნავთობბაზაზე: სამტრედიაში საწვავით სავსე რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა

„ნავთობბაზა კომპანია Wissol-ს ეკუთვნის. აფეთქებისა და ცეცხლის გავრცელების საშიშროება იყო, თუმცა ამ დროისთვის საშიშროება აღარ არის", – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„გამოძიება ნავთობბაზაზე ხანძრის გაჩენის მიზეზებს დაადგენს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით "ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით", – განუცხადეს სააგენტოს შსს-ს პრეს-სამსახურში.

აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

კომპანია Wissol-ი, რომელიც 2000 წელს დაფუძნდა, საქართველოში დაახლოებით 180 ავტოგასამართ სადგურს ფლობს.

ყველა ახალი ამბავი
0