თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. სამტრედიაში ნავთობბაზაზე საწვავით სავსე რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა, რომელსაც 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ებრძოდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების წყალობით ხანძრის ლოკალიზება სწრაფად მოხერხდა და ამჟამად ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გადასვლის საფრთხე მოხსნილია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.