04:57 01 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1899)
69 0 0

შავი ზღვის კურორტებზე გადარჩენილთა შორის 60-ზე მეტი უცხოელი ტურისტი იყო.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა მაშველებმა ქვეყნის საზღვაო კურორტებზე 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით 243 ადამიანი გადაარჩინეს, ნათქვამია საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

გადარჩენილთა შორისაა 63 არასრულწლოვანი და 66 უცხოელი. გარდა ამისა, ქართველმა მაშველებმა სანაპიროზე დაკარგული 75 არასრულწლოვანი იპოვეს.

საძიებო-სამაშველო ოპერაციებში ორჯერ გამოიყენეს საჰაერო დრონები.

წელს საზღვაო კურორტებზე დამსვენებლების უსაფრთხოებაზე 250 მაშველი ზრუნავს – 50 ადამიანით მეტი, ვიდრე გასულ წელს. მათ შორის 20 გოგონაა, რომლებიც ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან.

ურეკში მაშველებმა უცხოელები გადაარჩინეს - ვიდეოკადრები>>

მაშველი გოგონების მოვალეობაშია სანაპიროს პატრულირება, პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, დახმარების გამოძახება და, აუცილებლობის შემთხვევაში, სამაშველო ოპერაციაში უშუალო მონაწილეობა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1899)

მთავარი თემები