ერევანი–მოსკოვის თვითმფრინავი თბილისში ავარიულად დაეშვა

© photo: Sputnik / Aram Nersesyan ავიაკომპანია "არმენიას" თვითმფრინავი
ავიაკომპანია არმენიას თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაშვება ელექტროსისტემის გაუმართაობის გამო განახორციელა.

თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. ავიაკომპანია Armenia-ს თვითმფრინავი „ბოინგ 737“, რომელიც ასრულებდა რეისს ერევანი–მოსკოვი, კვირა საღამოს ელექტროსისტემის გაუმართაობის გამო იძულებით დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.

ბორტზე 118 მგზავრი იმყოფებოდა. არავინ დაშავებულა.

როგორც თბილისის აეროპორტში განაცხადეს, მგზავრები ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავით „ბოინგ 735“ მოსკოვში გადაიყვანეს. თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან 23:27 საათზე გაფრინდა.

ყველა ახალი ამბავი
0