01:18 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1857)
92 0 0

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. ფოთში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ჭერი ჩამოინგრა, იუწყება პირველი არხი.

შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მაში მოხდა, როდესაც ქალაქის მერია სახლის გადახურვის სამუშაოებს ახორციელებდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„სახლი 1937 წელსაა აშენებული, მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა, ყველაფერი დამპალია. ახალი გარემონტებული ბინა გამინადგურდა, არის საშიშროება, რომ ჭერი მთლიანად ჩამოინგრეს“, – განაცხადა ბინის მეპატრონემ თენგო ქერქაძემ.

ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელის თქმით, აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება.

„გადახურვის სამუშაოების პერიოდში მოხდა ჭერის ჩამონგრევა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. ველოდებით სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს, დავითვლით ზარალს და დავიწყებთ აღდგენის სამუშაოებს“, – აღნიშნა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ მაშავამ.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1857)

მთავარი თემები