თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთში ორი მამაკაცი დააკავეს გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულები თელავის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ძმებს ფულს სძალავდნენ.
ბრალდებულები 30 და 32 წლის არიან.
პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნიღაბი, ხელთათმანები და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე და 126-ე პირველი პრიმა მუხლით, რაც ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას და ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.