მცხეთაში საჯარო მოხელეები დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ცნობით, დაკავებულთაგან ერთი მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი, ხოლო მეორე – ყოფილი თანამშრომელია.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან ორი კი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებულთაგან ერთი მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი, ხოლო მეორე – ყოფილი თანამშრომელია.

პოლიცია - Sputnik საქართველო
ყალბი დოკუმენტები: დაკავებულია საექსპერტო დაწესებულების უფროსი

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაარეგისტრირეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, 50 ათასი ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი 4 700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, ასევე გაყალბებული დოკუმენტების მეშვეობით შეეცადნენ საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში გაეტარებინათ ხსენებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, 4 690 კვ. მეტრი მიწის ფართობი, რომლის ღირებულება 53 ათას ლარს შეადგენს", – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისთვის აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაყადაღებულია. დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით კი ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0