17:16 16 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1115
  • 100 RUB4.4662
  • USD3.4363
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1284)
11811

არასრულწლოვანთა ბანდამ აფთიაქი, კვების ობიექტი, ოფისი და ავტომანქანა გაქურდა.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე სამი არასრულწლოვანი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა თბილისში „ჯიპისის" აფთიაქი, კვების ობიექტი „ბავარიული გრილი", ტურისტული კომპანია Time 2 travel-ის ოფისი და BMW-ს მარკის ავტომანქანა გაქურდეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთახმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1284)

მთავარი თემები