ხანძრები საქართველოში: ყვარელში ტყე იწვის

© photo: courtesy of Emergency Departament 112ტყის ხანძრის ჩაქრობა
ტყის ხანძრის ჩაქრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყვარლის რაიონში იწვის ტყის მასივი, რომელიც ტრანსპორტისთვის მიუდგომელია

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ახალსოფელთან ფოთლოვან ტყეში ხანძარია, იუწყება პირველი არხი ყვარლის რაიონის მერზე, როსტომ სესიაშვილზე დაყრდნობით.

ხანძარი პარასკევს საღამოს გაჩნდა.

საქართველოში ტყეები ხანძარმა მოიცვა: კადრები სტიქიის ეპიცენტრიდან – ვიდეო >>

„ცეცხლი ტრანსპორტისათვის მიუდგომელ ადგილზე, ტყის მასივს უკიდია. ამ დროისთვის, სამ ჰექტრამდე ფართობი იწვის. მდებარეობა ხელს უშლის მეხანძრეებს ხანძრის ლოკალიზებაში“, – განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანა - Sputnik საქართველო
იაპონია საქართველოს სახანძრო მანქანებს საჩუქრად გადასცემს

ადგილზე თბილისიდან და სხვა დასხვა რაიონებიდან მეხანძრე-მაშველებია მობილიზებული.

დღეს ხანძრის ჩაქრობაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება.

ამასთან, მეოთხე დღე ებრძვიან ცეცხლს შიდა ქართლის რაიონის სოფელ საყავრეს ტყეში. სატყეო მეურნეობის სააგენტოს უფროსის მოადგილის, დავით ალადაშვილის თქმით, ხანძარმა დაახლოებით 10 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. ეს არის წიწვოვანი ტყე, რომელიც დაახლოებით 40 წლის წინ იყო დარგული.

ყველა ახალი ამბავი
0