საქართველო–სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

CC BY 2.0 / Ray Bouknight / Seismographსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველო–სომხეთის საზღვრიდან 10 კილომეტრში 3,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მიწისქვეშა ბიძგები დმანისთან ახლოს 14:30 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი 9 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0