„ბუპრენორფინი", „სუბუტექსი", „მდმა" - პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავა - მათ შორის ორი ნარკორეალიზატორია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ მიმდინარე წლის 11 აგვისტოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ავტომობილით გადაადგილდებოდა. პოლიციამ „ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის" 1002 აბი, 164 ნატეხი და დაფხვნილი ნარკოტიკი დაკავებულის პირადი ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ნარკოტიკი - Sputnik საქართველო
51 წლის მამაკაცს ნარკოდანაშაულისთვის უვადო პატიმრობა ემუქრება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ნარკოდანაშაულისათვის პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მდმა"-ს შემცველი 293 აბი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ასევე, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა განახორციელეს.

პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ამოღებულია: 22 კილოგრამი „ჰეროინი", ერთი კილო და 900 გრამი „კოკაინი", 8500 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 3500 აბზე მეტი „ექსტაზი", ცხრა კილოგრამამდე ფსიქოაქტიური ნივთიერება და 950 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

ყველა ახალი ამბავი
0