ძიძის სისასტიკე ფოთში - დედა მომხდარს ფარული ვიდეოებით ადასტურებს

CC0 / Pixabay / ბავშვი
ბავშვი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოთში დედამ გადაიღო ვიდეო, თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად ძიძა მის შვილს

სოციალურ ქსელში მაია ეჯიბაია ვიდეოს ავრცელებს, სადაც ასახულია, როგორც ექცევა ძიძა, ნათია ლორია მის შვილს. ქალი თვლის, რომ ეს ფაქტი ყველამ უნდა იცოდეს, რათა მათ შვილებს მსგავსი არ დაემართოს.

„გაიცანით ნათია ლორია. ის მამა ნიკოლოზის ცოლის დაა. დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგად ექცეოდა გაბრიელს და ღრმად ვენდობოდი, მაგრამ ერთ დღეს ნახევარი საათი ტიროდა ჩემი შვილი და გვერდით კორპუსში გაიგეს. რომ ვიკითხე ბავშვის ტირილის დროს ძიძა სად იყო, 3-ჯერ სხვადასხვა პასუხი მივიღე, რამაც დამაეჭვა და დავიწყე ფარული მეთვალყურეობა დანარჩენი იხილეთ ვიდეოებში და კომენტარებში ველოდები პასუხებს რა ეკუთვნის ასეთ ძიძას. სასჯელი?“,- წერს ეჯიბაია.

ყველა ახალი ამბავი
0