მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს სამხედრო გზა
საქართველოს სამხედრო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა 7-9 აგვისტოს პერიოდში იმოქმედებს, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების განცხადებაში.

საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალის გზის 94-ე კმ-ზე არსებულ გვირაბში, ე.წ. „ღია გალერიაში", დაგეგმილია დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენითი სამუშაოები.

აქედან გამომდინარე, მოცემულ მონაკვეთზე 7, 8 და 9 აგვისტოს, ყოველდღე 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0