თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. გერმანიის ციხიდან ქართველი პატიმარი გაიპარა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
შემთხვევა მემინგემის ციხეში მოხდა.
ამ დროისთვის ფართომასშტაბიანი სამძებრო ოპერაცია გერმანიის ბავარიის რეგიონში მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაცით, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 37 წლის ვაჟა ბურჯანაძე 36 წლის თურქ პატიმართან ერთად გაიქცა.
გერმანული მედიის ცნობით, მსჯავრდებულებმა ციხის ეზოში სეირნობის დროს ღობეზე გადაძრომა მოახერხეს, რკინიგზის სადგურის მიმართულებით გაიქცნენ და მიიმალნენ.
ბოლოს გაქცეული პატიმრები მემინგემის ერთ-ერთ ქუჩაზე შენიშნეს. სამძებრო ოპერაციაში ავიაციაცაა ჩართული.
გაქცეული პატიმრები ქურდობა-ყაჩაღობის ბრალდებით იყვნენ დაკავებული.