ფრთხილად! საქართველოში მიმოქცევაში ყალბი 500-ევროიანი კუპიურებია

CC0 / Pixabay / ევრო
ევრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე ყალბ კუპიურებს შიდა ქართლის რეგიონში ასაღებდა.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა თურქეთიდან შემოიტანა და შიდა ქართლის რეგიონში გაასაღა ექვსი ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა, საერთო ჯამში 3 ათასი ევროს ოდენობით.

გამოძიება სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება-გასაღებას და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0