4 წლამდე პატიმრობა ყალბი ანგარიშ-ფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების სანაცვლოდ

გამოწერა
ბრალდებულმა ყალბი დოკუმენტებით მატერიალური სარგებლის მიღება სცადა.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ქვემო ქართლში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ნარკოტიკები - Sputnik საქართველო
ყალბი რეცეპტების გამოწერისთვის ქობულეთში ექიმი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დაამზადა და გაასაღა ყალბი ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, თითქოსდა ერთ-ერთი კომპანიის სახელით განახორციელა 96 ათასი ლარის ღირებულების ინერტული მასალის მიწოდება.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს და ითვალისწინებს ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0