20 წლის მამაკაცმა ერთ დღეში ორი მაღაზია დააყაჩაღა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია - „ქარვასლასთან“ სროლის დეტალები ცნობილია

გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდამ ერთ დღეში ორი მაღაზია დააყაჩაღა – ერთი დილით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე მაღაზია, მეორე – წერეთლის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტი, სადაც სავარაუდო დამნაშავე მოლარეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შემდეგ კი აიძულა სალარო გაეხსნა და მისთვის ფული და სიგარეტები მიეცა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული ამ შემთხვევის ადგილზე დააკავეს, სიგარეტები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0