ბათუმში სამი წლის გოგონა ლიფტის შახტში ჩავარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი პირველ სართულზე იყო, როცა, სავარაუდოდ, ლიფტის კარი გაიღო, ფეხი დაუცდა და შახტში ჩავარდა.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ბათუმში სამი წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდა და დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე დღეს მოხდა. დაშავებული გოგონა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მშობლებმა გადაიყვანეს. მას ზედაპირული მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნება. 

სამაშველო კოშკურა - Sputnik საქართველო
მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა იპოვეს - ემოციური ვიდეო

ექიმების განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი პირველ სართულზე იყო, როცა, სავარაუდოდ, ლიფტის კარი გაიღო, ფეხი დაუცდა და შახტში ჩავარდა. ლიფტი კი ამ დროს სხვა სართულზე იყო გაჩერებული.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0