02:21 18 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2980
  • 100 RUB4.6380
  • USD2.9682
დაკავება

2,5 კგ-ზე მეტი კოკაინი – საქართველოში უცხოეთის მოქალაქეს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა

CC BY 2.0 / Tar Sands Blockade / Darryl Hannah in Handcuffs
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ნარკოდანაშაული საქართველოში (76)
10411

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს ბრალდებული შეეცადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით უკანონოდ შემოეტანა ნარკოტიკული ნივთიერება.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხოეთის მოქალაქეს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 2,5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც კოკაინს შეიცავდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, დღის საათებში ბრალდებული შეეცადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით უკანონოდ შემოეტანა ნარკოტიკული ნივთიერება.

პროკურატურა არ აკონკრეტებს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა ბრალდებული და საიდან შემოჰქონდა მას ნარკოტიკი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის მუხლებით.

თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში (76)

მთავარი თემები