ვინ გასცა მშენებარე კორპუსში ლიფტის ჩართვის ბრძანება – საქმის ახალი დეტალები

© photo: Sputnik / Stringerმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანია „გრანდ სითის" იურისტმა პირველი კომენტარი გააკეთა.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში სატვირთო ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ბათუმში მშენებარე კორპუსში ლიფტი ჩავარდა – დაშავებულია ექვსი ადამიანი

ინციდენტი ორშაბათს, დილით მოხდა. ლიფტი რამდენიმე მეტრიდან შახტში ჩავარდა. ბოლო მონაცემებით, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი თურქეთის მოქალაქე. მხოლოდ ერთ დაშავებულს – შუახნის ქალბატონს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. დაშავებულთა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც მშენებარე კორპუსში ბინის ყიდვას აპირებდნენ და ტერიტორიის დასათვალიერებლად იყვნენ მისული.

თავდაპირველად მასმედიით ექვსი დაშავებულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანია „გრანდ სითის" იურისტმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ლიფტი არ უნდა ჩართულიყო, რადგან კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულებული არ არის და სატვირთო ლიფტით სარგებლობის ნებართვაც არ იყო გაცემული.

„კონკრეტულად ვინ მიიღო ლიფტით სარგებლობის გადაწყვეტილება, არ ვიცი ეს ჩვენი თანამშრომელი იყო თუ კერძო მენაშენე. აქ ბინების ნაწილი გაყიდულია და მოქალაქეები რემონტს აკეთებენ. ამიტომ გამოძიება დაადგენს, რატომ მოხდა ფაქტი“, – აღნიშნა კომპანიის იურისტმა მერაბ დიმიტრაძემ.

კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ისინი ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და ასევე ფინანსურად დაეხმარებიან დაშავებულებს.

ყველა ახალი ამბავი
0