შეკვეთილში სასტუმროს მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი მუშა ადგილზე დაიღუპა, მეორე კი ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი

თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. შეკვეთილში, კაპროვანის მონაკვეთზე სასტუმროს მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა, იუწყება პირველი არხი.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
16 წლის მუშის დაღუპვა: სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

60-წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერმა კესო გელენიძემ განაცხადა, რომ დაშავებულს სხვადასხვა სახის ტრავმული დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ისინი სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0