17:03 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (246)
59 0 0

ლეხზირის ხეობაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია მძიმე ტექნიკის გამოყენებით იგეგმება

თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. სვანეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დაიწყება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სვანეთში დასახლებული პუნქტი წყალდიდობისგან ჰესმა იხსნა >>

მესტიაში ძლიერი წვიმების გამო ადიდებულმა მდინარე მესტიაჭალამ ხიდი წაიღო, ასევე დატბორილია „მესტიაჭალაჰესი 1“-ის შენობა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლეხზირის ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა დილიდან იგეგმება. მოხდება მიმდებარე ტერიტორიის ნატანი მასალისგან გაწმენდა და წყალმომარაგების მაგისტრალის მილსადენებზე არსებული დაზიანების დათვალიერება.

დღესვე სვანეთში ჩასვლას და სტიქიის შედეგების ადგილზე გაცნობას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც აპირებენ. ასევე, იგეგმება შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან სტიქიის გამომწვევი მიზეზების განსახილველად.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მდინარე მესტიაჭალა კვლავ არასტაბილურად მოედინება, რაც გამოიხატება დროის მოკლე მონაკვეთში კალაპოტის ხშირი ცვლით.

ამინდის პროგნოზის თანახმად. 27 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტში წვიმა მოსალოდნელი არ არის.

25 ივლისს მყინვარ ლეხზირთან უხვი ნალექის გამო მდინარე დაგუბდა, შემდეგ წყალი გადმოვიდა და „მესტიაჭალაჰესი 1“-ზე შენობა დატბორა. ასევე, წაღებულია ხიდი და კვების ობიექტი.

უამინდობამ პრობლემები შექმნა ასევე მულახის თემის რამდენიმე სოფელში. ადიდებულმა მდინარე მულხურამ ჭოლაშში, ჟაბეშსა და ჩვაბიანში ხიდები და გზები დააზიანა.

 

 

თემები:
უამინდობა საქართველოში (246)

მთავარი თემები