„კოღუამ ტყემალაძეს საბედისწერო შემთხვევამდე სმს მისწერა“ – რა მოხდა გურამიშვილზე

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიება რამდენიმე ვერსიას ამუშავებს და ექსპერტიზების პასუხს ელოდება.

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. გურამიშვილის 78 ნომერში მომხდარი სასტიკი მკვლელობის მოტივი, შესაძლოა, ეჭვიანობა იყოს, ინფორმაციას ტელეკომპანია Rustavi 2 ავრცელებს.

თორნიკე ტყემალაძე - Sputnik საქართველო
გურამიშვილზე ერთ-ერთი მოკლული „მისტერ ვალენტინის“ ძმაა – ფოტოები

ტელეარხის ინფორმაციით, 21 წლის შალვა ტყემალაძის მკვლელობის საქმეში მოკლე ტექსტური შეტყობინება დევს, რომელიც ახალგაზრდა ბიჭს გუგა კოღუამ გაუგზავნა. კოღუა, რომელიც ტყემალაძის ბინაში ასევე გარდაცვლილი იპოვეს, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე შალვას შეხვედრას სთხოვდა. ბინაში ცხედრებთან ერთად ნახეს მკვლელობის იარაღიც, რის შემდეგაც გაჩნდა ვერსია, რომ გუგა კოღუას იარაღი გაუვარდა და მეგობრის მკვლელობის შემდეგ თავი მოიკლა. ერთ-ერთ მოკლულს სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში, ხოლო მეორეს გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

სახანძრო - Sputnik საქართველო
ევაკუაცია თბილისში: რა მოხდა გურამიშვილის გამზირზე

სასტიკი მკვლელობა თბილისში ორი დღის წინ, დახლოებით 20:00 საათზე მოხდა. საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულზე ორი ახალგაზრდის ცხედარი შაკო ტყემალაძის მამამ ნახა, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, ბინის კარი გარედან, სათადარიგო გასაღებით გააღო.

ცნობილია, რომ კოღუამ და ტყემალაძემ ერთმანეთი საზღვარგარეთ გაიცნეს. ორივე მათგანი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიცია სწავლობს ყველა შესაძლო ვერსიას, მათ შორის დანიშნულია ათამდე ექსპერტიზა, რითიც გავრცელებული ვერსია უნდა გამყარდეს ან გამოირიცხოს.

ყველა ახალი ამბავი
0