01:44 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1435)
610 0 0

მომღერალს სამართალდამცველები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ქართველი მომღერალი თიკა ჯამბურია სამართალდამცველებმა დედასთან ერთად ადმინისტრაციულ სამართალდარღევვათა კოდექსით გათვალისწინებული 173-ე მუხლით დააკავეს, რაც  პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ინცინდენტი დღეს თავისუფლების მოედანზე  მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას  მოჰყვა.

პოლიციაში თიკა ჯამბურია შვილთან და დედასთან ერთად საპატრულო პოლიციის მანქანით წაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ თიკა ჯამბურიას ახლდა მისი არასრულწლოვანი შვილიც.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა.

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს მოქალაქე, რომლის ავტომობილში მყოფმა მისი ოჯახის წევრმა ქალბატონებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში. ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, რის გამოც მოხდა მათი დაკავება. რაც შეეხება დაკავებული ქალბატონების თანმხლებ არასრულწლოვანს, მან სურვილი გამოთქვა, დარჩენილიყო დედასთან ერთად. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, პოლიციამ არასრულწლოვანი დატოვა დედასთან“, - აღნიშნეს შსს-ში.

მომღერალი დედასთან ერთად ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1435)

მთავარი თემები