14:36 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1649)
70 0 0

მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, რადგან ბევრი დაშავებული ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 10 ადამიანი, დაშავდა 41, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით.

აფეთქება ხუთშაბათს, დილით ავტობუსში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა.

ქაბულში აფეთქებას სტუდენტები ემსხვერპლნენ - ვიდეო შემთხვევის ადგილიდან>>

როგორც ქვეყნის შსს-ს წარმომადგენელმა ნუსრატ რაჰიმიმ განაცხადა, აფეთქების სამიზნე ავტობუსში მყოფი შახტების სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ. მოგვიანებით რაჰიმიმ აღნიშნა, რომ ამის შემდეგ ქაბულში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა.

აფეთქებებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

თემები:
მსოფლიო დღეს (1649)

მთავარი თემები