03:16 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1665)
136 0 0

საჰაერო ხომალდის პილოტის ბედი უცნობია.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი МиГ-29 გუშინ, ღამით სასწავლო ფრენის დროს რადარების ეკრანებიდან გაქრა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

„წინასწარი ვერსიით, თვითმფრინავი კასპიის ზღვაში ჩავარდა", – აღნიშნეს სამხედრო უწყებაში.

ამჟამად მფრინავის მოსაძებნად და გადასარჩენად საჭირო ზომები ტარდება.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის დავალებით შეიქმნა კომისია, რომელიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებს გამოიძიებს.

თემები:
მსოფლიო დღეს (1665)

მთავარი თემები