22:24 08 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
თბილისის საქალაქო სასამართლო

16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებული კომპანიის დირექტორი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (619)
62 0 0

ბრალდებულის ადვოკატის ბაჩუკი ქირიას განცხადებით, სასამართლო საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე 16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებული სამშენებლო კომპანიის დირექტორი შიშუ პალ ბურდაკი ბრალს არ აღიარებს და გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბრალდებულის ადვოკატის ბაჩუკი ქირიას განცხადებით, სასამართლო საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

„ბოლო კვირების განმავლობაში, ამ სასამართლოს არაერთ გახმაურებულ საქმეზე არ გამოუყენებია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მათ შორის მძიმე კატეგორიის დანაშაულების საქმეებზე. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთან, რომელზეც ჯერ კიდევ არაა დადასტურებული მიუძღვის თუ არა მასში რაიმე ბრალი შიშუ პალს“, - აცხადებს ქირია.

ადვოკატი აცხადებს, რომ სამშენებლო მოედანზე იმ ოთხკაციანი ჯგუფის შესვლა, რომელთა შორის გარდაცვლილი ბეშკენაძე იყო, მისი ნებართვის გარეშე მოხდა.

„ოთხი კაცის შესვლაზე ერთი ადამიანი იყო პასუხისმგებელი, რომელმაც დირექტორთან ნაცნობობით, ნებართვის გარეშე, ობიექტის დაცვის მოტყუებისა და დაცვის სისტემების გვერდის ავლით, ობიექტზე შეიყვანა ის ხალხი, რომელთა შეყვანის უფლება არ ჰქონდა. შიშუ პალ ბურდაკი არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე, არც ქალაქში არ იმყოფებოდა და სწორედ ამით ისარგებლა შუბითიძემ, როდესაც ნებართვის გარეშე შეიყვანა გარკვეული ჯგუფი ობიექტზე“, – აღნიშნა ბაჩუკი ქირიამ.

პროკურორ ირაკლი ქარდავას თქმით, ბრალდების მხარემ საკუთარი შუამდგომლობა დაასაბუთა იმით, რომ არსებობდა მტკიცებულებების განადგურების და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები.

„ბრალდების მხარემ საკუთარი შუამდგომლობა დაასაბუთა იმით, რომ არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები. შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ბრალდებულის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა“, - განაცხადა პროკურორმა.

16 ივლისს თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, სამშენებლო ობიექტზე ლიფტის დემონტაჟის დროს ახალგაზრდა დაიღუპა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის არასრულწლოვანი იყო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი შიშუ პალ ბურდაკი 19 ივლისს დააკავეს. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს.

16 წლის მოზარდმა მშენებლობაზე სიცოცხლე საკუთარ დაბადების დღეზე ტრაგიკულად დაასრულა. მძიმე სოციალური პირობების გამო სოფლიდან წამოვიდა, თბილისში მძიმე შრომას სკოლის მოსწავლე მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ დათანხმდა.

გიორგი ბეშკენაძე ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, მას ძმა და მამა რამდენიმე წლის წინ დაეღუპა. მოზარდი ბოლოს დედასთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ იძულებული გახდა, მუშაობა მშენებლობაზე დაეწყო. სადაც ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (619)

მთავარი თემები