ცენტრს მოწყვეტილი 60-მდე ოჯახი – ზესტაფონში სტიქიას ებრძვიან

გამოწერა
მძიმე ტექნიკა სოფლებში ამ დრომდე მუშაობს.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. სოფელ ბოსლევში მოსული უხვი ნალექის შედეგად საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, ნათქვამია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უამინდობა ზესტაფონის სოფლებს 18 ივლისს დაატყდა თავს.

სტიქიის შედეგად დაახლოებით 60 ოჯახი სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის გარეშე დარჩა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებული იყვნენ მერიის შესაბამისი სამსახურები. მძიმე ტექნიკის საშუალებით გუშინ, ღამითვე მოხდა გზის სავალი ნაწილის აღდგენა.

მძიმე ტექნიკა სოფლებში ამ დრომდე მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0