16:27 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
სპეცრაზმი

არეულობა თბილისში: დაკავებულია აქციის კიდევ სამი მონაწილე

© Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (368)
83 0 0

შსს-ს ცნობით, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაში 12 პირია მიცემული

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციაზე არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი დაშავდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყება დაკავებულთა ვინაობას არ ასაჯაროებს. გამოძიების მონაცემებით, გარდა იმისა, ყველა მათგანი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა, 1974 წელს დაბადებული ც.ც. თავს დაესხა სამართალდამცველებს და ხელკეტს ურტყამდა, 1994 წელს დაბადებულმა ს.ბ.-მ კი სამართალდამცველებს წაართვა ფარი, ხოლო 1989 წელს დაბადებულმა ლ. ჯ.-მ სამართალდამცველები ფარით სცემა.

შსს-ს ცნობით, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაშია მიცემული 12 პირი, აქედან 11 - ჯგუფური ძალადობის ბრალდებით არიან დაკავებული. საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკანორ მელიას კი ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. მელაის პარლამენტმა 26 ივნისს სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. სასამართლომ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესა.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება ორი მუხლით - „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“ და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“.

 

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (368)

მთავარი თემები