მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა იპოვეს - ემოციური ვიდეო

© Sputnik / STRINGERსამაშველო კოშკურა
სამაშველო კოშკურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველებმა მშობლებს ბავშვი უვნებლად დაუბრუნეს

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ქობულეთში მაშველებმა დაკარგული სამი წლის გოგონა ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს, აღნიშნულია საგანგებო მართვის სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი მაშველები - Sputnik საქართველო
როგორ მოვიქცეთ ზღვაზე დასვენებისას - ქართველმა მაშველებმა ქცევის წესები გამოაქვეყნეს

უწყების ცნობით, ქობულეთში სეზონურ მაშველებს, რომლებიც საგუშაგოზე მორიგეობდნენ, მოქალაქემ სამი წლის ბავშვის დაკარგვის შესახებ მიმართა. მშობლის განცხადებით, ბავშვი სანაპირო ზოლზე გაუჩინარდა და მის პოვნას ვერ ახერხებდნენ.

„მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ, ასევე, ინფორმაცია გადაეცა მახლობლად მყოფ ყველა სამაშველო საგუშაგოს და დაახლოებით ნახევარსაათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, ბავშვი გაუჩინარების ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იპოვეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

პატარა გოგონა თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სეზონური მაშველები და დამატებითი სამაშველო ჯგუფი. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

ყველა ახალი ამბავი
0