დაშავებულია მოზარდი: ტაქსი შუქნიშანზე წითელს არ დაემორჩილა

© photo: Sputnik / Nika Latariaუბედური შემთხვევა ზუგდიდში
უბედური შემთხვევა ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილველების ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შუქნიშანზე წითელი ენთო და წესით, ავტომობილებს მოძრაობა უნდა შეეწყვიტათ.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ზუგდიდში, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე შუქნიშანთან, 15 წლის მოზარდს ტაქსი დაეჯახა, - იტყობინება Sputnik საქართველოს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

Sputnik-ის რეპორტიორმა ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებზე მძღოლები და მგზავრები გამოკითხა - Sputnik საქართველო
სამშობიაროდან დაბრუნებულ მშობლებს ახალშობილი ტაქსიში დარჩათ

თვითმხილველების ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შუქნიშანზე წითელი ენთო და წესით, ავტომობილებს მოძრაობა უნდა შეეწყვიტათ და გზა ფეხით მოსიარულეებისთვის დაეთმოთ. 

დაშავებული მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0