iTechnics-ის მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ახალგაზრდები დააკავეს

გამოწერა
პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა პეკინის ქუჩაზე მაღაზია iTechnics-ში მომხდარი ქურდობის ფაქტზე 18 და 19 წლის ახალგაზრდები დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
უცნობმა პირებმა თბილისში iTechnics-ის მაღაზია გაქურდეს

ქურდობა თბილისში 16 ივლისს, გამთენიისას მოხდა. როგორც მაღაზიის თანამშრომლებმა განაცხადეს, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ქურდები ოთხნი იყვნენ. მათ ვიტრაჟის მინა ქვით ჩაამტვრიეს და მაღაზიაში ისე შევიდნენ. პოლიციამ მოპარული ნივთების ნაწილი გზაზე გადაყრილი იპოვა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა, ორ თანამზრახველთან ერთად, ტექნიკის მაღაზია iTechnics გაქურდეს. მათ სავაჭრო ობიექტიდან ხუთი მობილური ტელეფონი და ლეპტოპი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ცნობით, დადგენილია თანამზრახველთა ვინაობაც და მათ დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება.

ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0