თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საგამოძიებო სამსახურზე დაყრდნობით.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს და აჭარის რეგიონში გაასაღეს ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები.
„გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა", – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 10 წლამდე ვადით.