თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თბილისში, ისნის რაიონში მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა დოლაბაურის ქუჩაზე დღეს, დილით მოხდა.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.