19:47 20 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ

პარლამენტის წინ აქციის ერთ-ერთი მონაწილე პირის ამოკერვას ცდილობს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (369)
263 0 0

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მის შეჩერებას ცდილობენ

თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პირის ამოკერვა სცადა, იუწყება პირველი არხი.

ამ მიზნით მან თვითდაზიანება ნაწილობრივ უკვე მიიყენა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მის შეჩერებას ცდილობენ. მათი განცხადებით, მსგავსი რადიკალური ფორმები საჭირო არ არის.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება უკვე გამოიძახეს.

თბილისში საპროტესტო აქციები 26-ე დღე მიმდინარეობს. ადამიანები ყოველ დღე 19:00 საათზე იკრიბებიან. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება მანამ, სანამ თანამდებობას არ დატოვებს შს მინისტრი გიორგი გახარია, როგორც 20-21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციის დაშლის დროს პოლიციის ქმედებებზე პასუხისმგებელი პირი.

თბილისში ვნებათაღელვა 20 ივნისიდან არ ცხრება. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის სხდომაზე დასასწრებად ჩამოვიდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს.

20 ივნისის ღამეს აქცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ აქციის დაშლისას ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (369)

მთავარი თემები