ტრაგედია ქობულეთის გზაზე: ორი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

© Sputnik / Alexander Imedashvili112-ის რეგიონული სამსახური
112-ის რეგიონული სამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი დაშავებული ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაშია

თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ორი არასრულწლოვანის მდგომარეობა მძიმეა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

Страшная авария на трассе Кобулети- Батуми - Sputnik საქართველო
საზარელი ავარია ბათუმი-ქობულეთის ტრასაზე - ვიდეო

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა, ერთმანეთს სამი „მინივენის“ ტიპის ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, ორი კი გარდაიცვალა. დაშავებულებს შორის არიან მცირეწლოვანი და-ძმა, რომელთა ასაკი ხუთი და ექვსი წელია. გარდაცვლილები მათი მშობლები არიან.

მცირეწლოვანი გოგონა თბილისში, იაშვილის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადაჰყავს, მისი ძმა კი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, მეორე მცირეწლოვნის თბილისში ტრანსპორტირება შეუძლებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

„ავარიის დროს სულ ორი მოზარდი დაშავდა. ერთ-ერთი თბილისში გადავიყვანეთ, ხოლო მეორე ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ამიტომ შეუძლებელი იყო თბილისში გადაყვანა. მას თავის არეში მძიმე ტრავმები აქვს მიღებული“, - განაცხადა მიქელაძემ.

Страшная авария на трассе Кобулети- Батуми - Sputnik საქართველო
საზარელი ავარია ბათუმი-ქობულეთის ტრასაზე - ვიდეო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ დროისათვის ქობულეთის საავადმყოფოებში ავარიის შედეგად დაშავებული ცხრა ადამიანი გადის მკურნალობას, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაშავებულთა უმეტესობა პოლონელი და არაბი ტურისტები არიან. დაშავებულთა შორის ორი ქართველია, ისინი მძღოლები არიან.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0