რუსთავში სამი წლის ბავშვი ფანჯრიდან გადავარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. რუსთავში, მე-20 მიკრორაინში სამი წლის ბავშვი სახლის პირველი სართულის ფანჯრიდან გადავარდა, იუწყება სააგენტო „ინფორუსთავი“.

Страшная авария на трассе Кобулети- Батуми - Sputnik საქართველო
საზარელი ავარია ბათუმი-ქობულეთის ტრასაზე - ვიდეო

შემთხვევა გუშინ მოხდა. სამი წლის ბიჭი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით,  ბავშვს მხოლოდ ზედაპირული დაზიანება აღენიშნებოდა სახის არეში.

„გასინჯვით ამ ეტაპზე ბავშვი კონტაქტურია, რეფლექსები შენახულია, თუმცა აღენიშნება ზედაპირული დაზიანება სახის მიდამოში. მიმდინარეობს კვლევები. სანამ კვლევები არ დასრულდება, დაზუსტებულ პასუხს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ გეტყვით”, - განაცხადა ექიმმა.

ამ დროისთვის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

 

ყველა ახალი ამბავი
0