00:44 21 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2956
  • 100 RUB4.6553
  • USD2.9776
სასწრაფო დახმარება ბათუმში

ტრაგედია ქობულეთის გზაზე:  დაღუპულია ცოლ-ქმარი

© Sputnik / Seyran Baroyan
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (959)
20501

გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ორი მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

თბილისი, 14 ივლისი -  Sputnik. ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ერთი პირი ქობულეთის კლინიკაში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა, ერთმანეთს სამი „მინივენის“ ტიპის ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 12 კი დაშავდა. გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია 9 დაშავებულის შესახებ.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარდაცვლილები ცოლ-ქმარი არიან. დაშავებულებს შორის მათი 3 და 5 წლის შვილები არიან. დაშავებულთა უმეტესობა პოლონელი და არაბი ტურისტები არიან. ამ დროისათვის ქობულეთის კლინიკებში 11 დაშავებული რჩება.

„ავარიის შედეგად სულ 13 ადამიანი დაშავდა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი, კლინიკაში. მძიმე მდგომარეობაში არიან მათი სამი და ხუთი წლის ბავშვები. ორ ტურისტს დასჭირდა ქირურგიული ოპერაცია. დანარჩენების მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. დაშავებულთაგანორია მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, რომლებიც სავარაუდოდ მძღოლები იყვნენ“, – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (959)

მთავარი თემები