თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. თუშეთში ერთ-ერთი ჰესის მშენებლობიდან 44 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-16 კილომეტრზე გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.