19:58 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1439)
89101

შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მას შემდეგ, რაც ორი გოგონა პარაშუტთან ერთად წყლის ნაცვლად პლაჟზე ჩამოვარდა.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. პარასეილინგით დაკავებული ტურისტები წყლის ნაცვლად პლაჟზე ჩამოვარდნენ მას შემდეგ, რაც მათი პარაშუტი განათების ბოძს წამოედო, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ორი გოგონა გრძელი ტროსით მოძრავ კატარღაზე იყო შეერთებული და სპეციალური პარაშუტით დაფრინავდნენ.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო.

დაშავებული გოგონები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 275-ე მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1439)

მთავარი თემები