19:42 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1439)
132 0 0

მეხანძრე-მაშველებს ფანჯრის გისოსების მოხსნა და სახლში ამ გზით შესვლა მოუწიათ.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. გორში მეხანძრე-მაშველებმა 16 წლის გოგონა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხანძარი მშვიდობის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე დილით გაჩნდა.

„ადგილზე მისვლისთანავე, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებს ფანჯრის გისოსების მოხსნა და სახლში ამ გზით შესვლა მოუწიათ. სახლში მეხანძრე-მაშველებს 16 წლის გოგონა დახვდათ, რომელიც შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს", – აღნიშნულია განცხადებაში.

გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლთან ან მომატებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1439)

მთავარი თემები