თბილისში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს ბრალი წაუყენეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს–ს ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik.  20–21 ივნისის  მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის  ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წაუყენეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაკავებები თბილისში: ჯგუფური ძალადობის ბრალდებით თბილისში ოთხი პირი დააპატიმრეს>>>

თბილისში პროტესტი რუსეთის სათათბიროს დეპუტატის კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ დაიწყო. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.

პოლიციამ 20-21 ივნისის ღამეს აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ზურაბ ბუდაღაშვლი გუშინ დააკავა. მათგან  ერთ-ერთი, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია. 

აქციის დაშლა 20-21 ივნისს. მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
მეზვრიშვილმა განმარტა, ვინ მონაწილეობდა აქციის დაშლაში პარლამენტთან

გამოძიებით ინფორმაციით,  20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რა დროსაც სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემულია ნიკანორ მელია, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო და დაუწესა მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის ელექტრონული მონიტორინგი, რაც ელექტროსამაჯურის ტარების ვალდებულებას გულისხმობს.

ამასთან, შსს-მ გამოკითხვაზე გამოიძახა თბილისის ყოფილი მერი, პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენმდივანი გიგი უგულავა, ყოფილი ვიცე-პრემიერი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე და თავდაცვის ექს-მინისტრი, მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. 

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
საქმე გადაკვალიფიცირდა: ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობა და ხელში ჩაგდება

ხუთშაბათს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ არეულობის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გამოავლინა. თავდაპირველად გამოძიება მიმდინარეობდა „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის“ ფაქტზე, ახლა კი დაემატა ახალი, სსკ-ის 315-ე მუხლი - „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი“.

საპროტესტო ტალღა თბილისში, რომელიც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას მოჰყვა, 20 ივნისს, გვიან ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. არეულობების დროს დაშავდა 240 ადამიანი, რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. 20-21 ივნისს არეულობის დროს დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელიც შემდგომში ეტაპობრივად გაათავისუფლეს.

ყველა ახალი ამბავი
0