ხანძარი საქართველო–სომხეთის საზღვარზე ჩამქრალია

© photo: Emergency Management Service / FBხანძრის ლიკვიდაცია
ხანძრის ლიკვიდაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლს საზღვრის ორივე მხარეს ებრძოდნენ.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ხანძარი მარნეულის რაიონში, საქართველო-სომხეთის საზღვართან ჩამქრალია, ნათქვამია საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.

სასაზღვრო ზონაში, სოფელ ყაჩაგანის მიმართულებით ბალახი და ბუჩქნარი იწვოდა.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად სომხურ მხარეს დაიწყო და მოგვიანებით საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა. ადგილზე მობილიზებული იყო შვიდი სახანძრო ჯგუფი. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართული იყო 65 მეხანძრე-მაშველი.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ ხანძრის ზონის სიახლოვეს დასახლებული პუნქტები არ არის.

 

ყველა ახალი ამბავი
0