„მავთულით ჩამოკიდეს და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრიეს...“ – საზარელი შემთხვევა ჭოპორტში

CC0 / Pixabay / ჰასკი
ჰასკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზარელი ფაქტი მოხდა სოფელ ჭოპორტში – თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში დაშავებული ძაღლი მიიყვანეს.

სოფელ ჭოპორტიდან კეთილმა ადამიანებმა საშინლად ნაწამები ჰასკი თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში მიიყვანეს. ინფორმაციას თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის „ფეისბუქ“-გვერდი ავრცელებს ფოტოებთან ერთად.

მათი ინფორმაციით, ორმა მამაკაცმა ჰასკი მავთულზე დაკიდა და ყბის ძვლები დაუმტვრია.

ვეტერინარული შემოწმების შემდეგ ძაღლს მრავლობითი დაზიანებები აღმოაჩნდა. „ყბის ძვლები სულ დალეწილია. ჭამას ვერასოდეს შეძლებს. თუ სასწაული არ მოხდა, მოგვიწევს ძაღლის დაძინება“, – წერია თავშესაფრის გვერდზე.

თამაზ ელიზბარაშვილი შსს-ს მიმართავს თხოვნით, გამოიძიოს მომხდარი დანაშაული და სავარაუდო დამნაშავეების სახელებსა და ფოტოს ავრცელებს.

ყველა ახალი ამბავი
0