ხანძარი ქუთაისში – „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

გამოწერა
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ქუთაისში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სახამძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ხანძარი წნორში - დაიწვა 30 ტონამდე მარცვლეული

ხანძარი წმინდა ნინოს ქუჩაზე დაახლოებით 12:30 საათზე გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიიდან, მათ შორის „საქართველოს ბანკის“ ოფისიდან, მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

როგორც „Sputnik–საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 25 მეძანძრე-მაშველი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0