ელექტროშოკით გათიშა და გააუპატიურა – მამაკაცს რვა წლით პატიმრობა მიესაჯა

გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს რვა წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორსული ქალი - Sputnik საქართველო
ვიდრე ბავშვი არ გავაჩინე, არ ვიცოდი თუ ორსულად ვიყავი – 16 წლის გოგო ნათესავმა გააუპატიურა

დანაშაული 2018 წლის 30 დეკემბერს მოხდა. მამაკაცმა მუხიანის დასახლებაში ელექტროშოკის გამოყენებით ქალი გათიშა და გააუპატიურა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებული თბილისში 2019 წლის 1 იანვარს დააკავეს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, იგი მსხვერპლზე 11 წლით უმცროსი აღმოჩნდა. პოლიციამ დაკავებულის სახლიდან ელექტროშოკი და სხვა სამხილები ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) აღიძრა, რაც 6-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

 

ყველა ახალი ამბავი
0