წალენჯიხაში უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov  / გადასვლა მედიაბანკშიხის უკანონო ჭრა იკრძალება
ხის უკანონო ჭრა იკრძალება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს სამართალწარმოება

 

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik.  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სოფელ მუჟავაში, საამქროს ეზოში განთავსებული იყო 22 ერთეული უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის მორი და 26  კუბურ მეტრამდე ფიცარი.

სახერხი საამქრო, მორები და ფიცრები დაილუქა. მომხდარზე მიმდინარეობს სამართალწარმოება.

ყველა ახალი ამბავი
0