18:55 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1273)
156 0 0

არასრულწლოვნების ჩხუბის გამო N11 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი თანამდებიდან გათავისუფლდა

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. N11 დაწესებულებაში არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა იჩხუბეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სპეციალური პენიტენციურისამსახურის ცნობით, ფიზიკური დაპირისპირება N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულების ორ სხვადასხვა ჯგუფს შორის მოხდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 27 ივნისს დაიწყო. თუმცა 28 ივნისს გამთენიისას, ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება ისევ განმეორდა, ამჯერად ორ თანამესაკნე მსჯავრდებულს, 2002 წელს დაბადებულ გ.თ.-სა და 2001 წელს დაბადებულ დ.ყ.-ს, შორის.

უწყების ინფორმაციით, ჩხუბის შემდეგ მსჯავრდებული დ.ყ. N11 პენიტენციური დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო მსჯავრდებული გ.თ. სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა.

„მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა სტაბილურია. ის უკვე მოინახულეს ოჯახის წევრებმა. ამჟამად მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაციის დაგეგმვა ყბის მოტეხილობის გამო“,– აღნიშნულია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ციხეებში ტატუს მოსაშორებლად 48 ათას ლარს დახარჯავენ >>>

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ორივე საქმეზე, რომლის მიზანიც არა მხოლოდ მსჯავრდებულთა, არამედ თანამშრომელთა ქმედებების სისხლის სამართლის ჭრილში შეფასებაა.

მომხდართან დაკავშირებით თანამდებიდან გათავისუფლდა N11 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1273)

მთავარი თემები