სისხლიანი ექსკურსია: ყინწვისში კლდიდან მასწავლებელი გადმოვარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასწავლებელმა ჯგუფური ფოტოს გადაღების შემდეგ წონასწორობა დაკარგა, 25 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. ყინწვისში უბედურ შემთხვევას თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მასწავლებელი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

უბედური შემთხვევა 23 ივნისს მოხდა. 

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
სახიფათო ექსკურსია: შვიდი წლის ბავშვი უფლისციხეში გალავნიდან გადმოვარდა

გავრცელებული ინფორმაციით, მანანა ჩოხელი მოსწავლეებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, მასწავლებელმა ჯგუფური ფოტოს გადაღების შემდეგ წონასწორობა დაკარგა, 25 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქართველოში ექსკურსიების თემა აქტუალური მაისის ბოლოს მომხდარი ორი უბედური შემთხვევის შემდეგ გახდა. 26 მაისს სასკოლო ექსკურსიის დროს უბედური შემთხვევა მოხდა ლაგოდეხის ნაკრძალში – 16 წლის მოზარდი მდინარე ნინოსხევში ჩავარდა. მისი ცხედარი მაშველებმა მეორე დღეს იპოვეს. ასევე ექსკურსიის დროს უფლისციხის ნაკრძალში შვიდი წლის ბავშვი სიმაღლიდან გადმოვარდა. მან მრავლობითი ტრავმა მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0